Accessibility links

logo-print

მეორე დღეა დასავლეთ საქართველოში გრიგალი


მეორე დღეა დასავლეთ საქართველოში გრიგალი მძვინვარებს.

მეორე დღეა დასავლეთ საქართველოში გრიგალი მძვინვარებს.
დაზარალდა იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რაიონები. ყველაზე ძლიერი ქარი ქუთაისში აღინიშნა, სადაც მისი სიჩქარე წამში საშუალოდ 30-თ მეტრს აღწევდა. ფოთში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები განაგრძობენ პალიასტომის ტბაზე დაკარგული ორი ადამიანის ძებნას. შაბათს დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერის კლებას სინოპტიკოსები ხვალისთვის ვარაუდობენ.


XS
SM
MD
LG