Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი ქარით მიყენებულმა ზარალმა დასავლეთ


ძლიერი ქარით მიყენებულმა ზარალმა დასავლეთ საქართველოში მილიონობით ლარი შეადგინა.

ძლიერი ქარით მიყენებულმა ზარალმა დასავლეთ საქართველოში მილიონობით ლარი შეადგინა.
ათობით ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი. დაზარალდა იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რაიონები. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. ამინდი, სინოპტიკოსების ცნობით, 28 იანვრიდან გამოსწორდება. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” კომპანია “ენეგრო პრო ჯორჯია”-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ იმერეთისა და სამეგრელოს რაიონებში ელექტროენერგიის გარეშე რჩება 80 000-მდე აბონენტი. ამ წყაროს ცნობთ, “ენერგო პრო ჯორჯიის” ტექნიკური ბრიგადები დღეს აგრძელებდნენ დაზიანების ადგილებში მუშაობას. დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში ძლიერი ქარის გამო მაღალი ძაბვის გადამცემი 15 ხაზი დაზიანდა. შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება 200 000-ს აბონენეტს შეუწყდა. “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 15-დან 10 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი უკვე აღდგენილია. სრულად კი, ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, ხვალ დილიდან განახლდება.
XS
SM
MD
LG