Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის განცხადებით, აშშ-ის სარაკეტო იერიშები


პაკისტანის განცხადებით, აშშ-ის სარაკეტო იერიშები ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ

პაკისტანის განცხადებით, აშშ-ის სარაკეტო იერიშები ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ
პაკისტანის ტერიტორიაზე ხელს არ უწყობს ანტიტერორისტულ კამპანიას. ეს შეფასება პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის პრეს-მდივანმა გამოთქვა პაკისტანში აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დროს. პარასკევს, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის სარაკეტო იერიშის შედეგად, პაკისტანის ტერიტორიაზე 22 ადამიანი დაიღუპა. ეს ცნობა ვრცელდება უშიშროების სამსახურის მუშაკებისა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. საქმე ეხება პაკისტანის ტერიტორიაზე პირველ ასეთ იერიშს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა.
XS
SM
MD
LG