Accessibility links

logo-print

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დორა ბაკოიანისი მიესალმა

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დორა ბაკოიანისი მიესალმა
სამხრეთ ოსეთის რეგიონისთვის გაზის მიწოდების განახლებას და დაადასტურა ეუთოს ძალსიხმევა, იზრუნოს სხვა სასწრაფო ჰუმანიტარული საჭიროებების, მათ შორის წყლით მომარაგების მოგვარებაზე. ამის შესახებ ნათვქმაია ეუთოს მორიგე თავმჯდომარის დღევანდელ ოფიციალურ განცხადებაში. ცხინვალის რეგიონის გაზით მომარაგება განახლდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გაარემონტა აგარა-ცხინვალის გაზსადენი და გასცა განკარგულება გაზის მიწოდების აღდგენის შესახებ. ეს ნაბიჯი მოჰყვა ეუთოს მორიგე თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელ ხარალამბოს ხრისტოპულოსის კონსულტაციებს თბილისსა და ცხინვალში 12-13 იანვარს.
XS
SM
MD
LG