Accessibility links

logo-print

მოძრაობა "ჰამასის" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ერთწლიანი


მოძრაობა "ჰამასის" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ერთწლიანი ზავი შესთავაზეს ისრაელს,

მოძრაობა "ჰამასის" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ერთწლიანი ზავი შესთავაზეს ისრაელს,
აგრეთვე საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნა ღაზის სექტორის საზღვარზე. ამ შეთავაზების შესახებ განცხადება “ჰამასის” წარმომადგენელმა აიმან ტაჰამ გააკეთა ქაიროში მას შემდეგ, რაც ეგვიპტის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ისრაელის შეთავაზება 1,5-წლიანი ზავისა და საზღვრის ნაწილობრივ გახსნის თაობაზე. ისრაელმა 18 იანვარს დაასრულა სამკვირიანი სამხედრო ოპერაცია ღაზის წინააღმდეგ, რის შემდეგაც (რამდენიმე საათში) "ჰამასმა" გააკეთა განცხადება ცეცხლის შეწყვეტაზე. ზავის პირობები ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამამ აპირებს, მომავალ კვირაში გააგზავნოს ახლო აღმოსავლეთში თავისი წარმომადგენელი ამ რეგიონში, ჯორჯ მიჩელი.
XS
SM
MD
LG