Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე უარყოფს გალის ცენტრში


ქართული მხარე უარყოფს გალის ცენტრში დღეს მომხდარ აფეთქებასთან რაიმე კავშირს.

ქართული მხარე უარყოფს გალის ცენტრში დღეს მომხდარ აფეთქებასთან რაიმე კავშირს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” იუწყება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტრის ხელმძღვანელ რაულ ქირიასაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით. ქირიას განცხადებით,
თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მილიციის გალის რაიონის სამმართველოს უფროსის ლოურენს კოღონიას ავტომობილში იყო დამონტაჟებული. მოწყობილობა ავტომობილის გაჩერებისას ძირს ჩამოვარდა, რის შემდეგაც კოღონიამ მისი შემოწმება სცადა. შემთხვევა, ქირიას ინფორმაციით, მოხდა ტერიტორიაზე, რომელზეც ქართულ მხარეს ხელი არ მიუწვდება. ამდენად, კოღონიას მტკიცება, რომ დღევანდელი აფეთქება ქართული სპეცსამსახურების დივერსიული აქტი იყო, ქირიას თქმით, სრულიად უსაფუძვლოა. გალის ცენტრში აფეთქება დღეს, დაახლოებით, პირველი საათვისთვის მოხდა.
XS
SM
MD
LG