Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის


სტრასბურგში გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია,

სტრასბურგში გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია,
რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო-რუსეთის ომია. მისი შედეგების შესახებ, ოქტომბერში დამტკიცებული რეზოლუციის შესრულებაზე, ასამბლეა 28 იანვრის სხდომაზე იმსჯელებს და ახალ რეზოლუციას გამოაქვეყნებს. დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ ვალდებულებათა უდიდესი ნაწილი რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია, საქართველომ კი - ბევრი, თუმცა, არა ყველა პირობა დაიცვა. რეზოლუციის პროექტის ავტორები მოსკოვს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სამეთვალყურეო მისიათა შესვლა და მუშაობა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის კონსტანტინ კოსაჩოვის პროგნოზით, აგვისტოს ომის შესახებ ბევრი განსხვავებული მოსაზრების გამო, ზამთრის სესიაზე დისკუსია საკმაოდ მწვავე იქნება.
XS
SM
MD
LG