Accessibility links

ევროპის კავშირი დღეს შეთანხმდა ემიგრაციაში


ევროპის კავშირი დღეს შეთანხმდა ემიგრაციაში მყოფი ირანის მთავარი ოპოზიციური პარტია,

ევროპის კავშირი დღეს შეთანხმდა ემიგრაციაში მყოფი ირანის მთავარი ოპოზიციური პარტია,
ირანის ხალხის მუჯაჰედები, ამოიღოს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან. ტერორისტული ორგანიზაციების ახალი სია დღეს დაამტკიცეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ევროპის სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ვერ დაამტკიცა, რომ ირანის ხალხის მუჯაჰედები ტერორისტული ორგანიზაციაა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი ემორჩილება სასამართლოს დასკვნას. მიმომხილველთა აზრით, ევროკავშირის გადაწყვეტილება ირანთან მისი ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG