Accessibility links

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის მოსმენა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის მოსმენა
16 აპრილისთვის დანიშნა. სტრასბურგის სასამართლოს პრეს-სამსახურის განმარტებით, საუბარია სარჩელზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე, საქართველომ 2007 წლის მარტში წარადგინა. მასში საუბარია რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივად დეპორტაციაზე, რომელიც 2006 წლის სექტემბერში, ჯაშუშობის ბრალდებით 4 რუსი ოფიცრის დაპატიმრების შემდეგ დაიწყო. სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელში საქართველო რუსეთს 2 ათას სამასზე მეტი ქართველის უფლებათა ხელყოფაში ადანაშაულებს
XS
SM
MD
LG