Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ბრიუსელს


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ბრიუსელს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ბრიუსელს ეწვია
პირველად მას შემდეგ, რაც რუსეთთან დავამ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა იუშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ, გაზმომარაგების შეფერხებას არ მოჰყვება რაიმე უარყოფითი შედეგები უკრაინასთან ევროკავშირის ურთიერთობაში. მისივე თქმით, ევროკავშირი და უკრაინა აპირებენ ერთმანეთის ენერეგეტიკულ ბაზრებს შორის კავშირების დამყარებას, რაც გაზისა და ელექტროენერგიიის სისტემებს ეხება. როგორც ბაროზუმ უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: [ბაროზუს ხმა] “განსაკუთრებით მადლიერი ვარ პრეზიდენტ იუშჩენკოს დაპირებისთვის, რომელიც მისგან ეს-ეს არის მოვისმინეთ, რომ ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს შეთანხმებას, რომელიც რუსეთთან არის მიღწეული ევროპის გაზით მომარაგების განახლებაზე”. ბაროზუმ გამოთქვა ასევე იმედი, რომ ევროპა ინვესტიციებს განახორციელებს უკრაინაში გაზის სატრანზიტო სისტემის მოდერნიზებისთვის. 23 მაისს ბრიუსელში უნდა ჩატარდეს ამ საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
XS
SM
MD
LG