Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოსგან მოითხოვს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოსგან მოითხოვს რუსი ჯარისკაცის, ალექსანდრ გლუხოვის გათავისუფლებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოსგან მოითხოვს რუსი ჯარისკაცის, ალექსანდრ გლუხოვის გათავისუფლებას.
რუსული მხარის მტკიცებით, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ გლუხოვი შეიპყრეს ქართველმა ძალოვანებმა ახალგორის რაიონში და თბილისში წაიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დღეს უფრო ადრე გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე ალექსანდრ გლუხოვი თბილისისგან თავშესაფარს ითხოვს. მისი ჩვენების ვიდეოჩანაწერი სამინისტრომ ქართული ტელეარხებით გაავრცელა. ახალგორის რაიონში დისლოცირებული ნაწილიდან გამოქცევის მიზეზად სერჟანტმა გლუხოვმა გაუსაძლისი პირობები დაასახელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი სამხედროს რეაბილიტაციისა და საქართველოში მისი დატოვების მიზნით მუშაობს.
XS
SM
MD
LG