Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ევროკავშირის


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს,

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს,
რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ადმინსტრაციული საზღვრების მახლობლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების “გარკვეულ შეზღუდვებს” ითვალისწინებს. ამის შესახებ ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია კმაყოფილებას გამოთქვამს მემორანდუმის გამო. მათი განმარტებით, საქართველოს თანხმობა, მისი შეიარაღებული ძალების გადაადგილების გარკვეული შეზღუდვის შესახებ, ხელს უწყობს სარკოზის გეგმად წოდებული შეთანხმების პირველი პუნქტის შესრულებას. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი მსგავსი შეთანხმების ხელმოწერას დაყაბულდება, კონფლიქტური რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან გაცილებით უსაფრთხო და სტაბილური ვითარება შეიქმნება.
XS
SM
MD
LG