Accessibility links

logo-print

მოძრაობა "ჰამასის" განცხადებით, მისი ერთ-ერთი


მოძრაობა "ჰამასის" განცხადებით, მისი ერთ-ერთი წევრი დაიჭრა ღაზის სექტორში

მოძრაობა "ჰამასის" განცხადებით, მისი ერთ-ერთი წევრი დაიჭრა ღაზის სექტორში
ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ხან იუნისზე იერიშისას ერთი გამვლელიც დაიჭრა. ისრაელის საჰაერო რეიდამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა ღაზასთან საზღვრის მახლობლად აფეთქების შედეგად. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. პალესტინელი მედიკოსების ცნობით, ამ ინციდენტის შემდეგ, ისრაელის ჯარებმა ცეცხლი დაუშინეს ღაზის სექტორის ტერიტორიას აფეთქების ადგილის მახლობლად, მოკლეს ერთი ფერმერი. საქმე ეხება ყველაზე სისხლისმღვრელ დაპირისპირებას მას შემდეგ, რაც ჰამასმა და ისრაელმა 18 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს და ამით ბოლო მოეღო 22-დღიან ომს ღაზის სექტორში.
XS
SM
MD
LG