Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში დაიწყო


შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.
საქმიანი წრეებისა და პოლიტიკური ლიდერების ამ მსოფლიოში უდიდესი ფორუმის დღის წესრიგში მთავარი საკითხია გლობალური ფინანსური კრიზისი. სამიტის პირველ დღეს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა უენ ჟიბაომ მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა და მოვალეობები და შეამცირონ ფინანსური კრიზისის გავლენა განვითარებად ქვეყნებზე. მისივე თქმით, საფინანსო ინსტიტუტების რეფორმირება პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს და განვითარებული ქვეყნები ზედამხედველობას უნდა დაექვემდებარონ. ფორუმის დაწყების წინ მსოფლიოს საქმიანი წრეების მაღალი რანგის წარმომადგენელთა შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათ არა აქვთ მსოფლიო ეკონომიკაში სწრაფი შემობრუნების იმედი.
XS
SM
MD
LG