Accessibility links

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ
საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 1-2 ოქტომბრის რეზოლუციის შესრულებას ეხება. ასამბლეამ ქართული დელეგაციის მიერ რეზოლუციის პროექტში წარმოდგენილი შესწორებების ძირითადი ნაწილი მოიწონა. საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუვალია და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს შეიარაღებული ძალები მის მიერ აღიარებული საქართველოს რეგიონებიდან, ამასთან გააუქმოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. ასამბლეის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველომ შეასრულა ასამბლეის მიერ ოქტომბერში წარმოდგენილი მოთხოვნების დიდი ნაწილი, მაგრამ არა ყველა. რუსეთს კი "ჯერ არ შეუსრულებია მოხოვნების უმრავლესობა."
XS
SM
MD
LG