Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის კონსტიტუციით, არჩევნები მაისში


ავღანეთის კონსტიტუციით, არჩევნები მაისში

ავღანეთის კონსტიტუციით, არჩევნები მაისში
უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მთავრობის განცხადებით, ტექნიკური, ლოგისტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით არჩევნების ჩატარება ამ დროს შეუძლებელია.
ნატომ, რომელიც ქვეყანაში თალიბანის აჯანყების წინააღმდეგ 55,000 –იან ჯარს ხელმძღვანელობს, კმაყოფილება გამოთქვა არჩევნების თარიღის გამოცხადების გამო. დათქმული ვადა ნატოს საკმარის დროს აძლევს სამხედრო ძალების გამაგრებისთვის, რათა არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველჰყოს.

პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ავღანეთის ხელისუფლებაში აშშ-ს მიერ თალიბანის რეჟიმის განდევნის შემდეგ, 2001-წელს მოვიდა. ის პრეზიდენტად 2004-ში აირჩიეს და მისი ხელახლად არჩევის დიდი შესაძლებლობა არსებობს.
თუმცა, ფართოდ გავრცელებული კორუფციის და თალიბანის აჯანყების შემდეგ მისი პოპულარობა დაეცა.
XS
SM
MD
LG