Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერები და კანონმდებლები


ნატოს ლიდერები და კანონმდებლები

ნატოს ლიდერები და კანონმდებლები
შეიკრიბნენ დღეს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში არქტიკის დნობის შედეგად გამოწვეული რისკების შესაფასებლად. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ 2013 წლისთვის არქტიკული წყლების ზედაპირზე არსებული ყინული შეიძლება ზაფხულობით დადნეს. ადრე ყინულის დნობის დაწყებას მეცნიერები რამდენიმე ათწლეულით გვიან ვარაუდობდნენ.
ყინულის დნობის შედეგად იხსნება ადრე გაყინული საზღვაო გზები და რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და კანადა ცდილობს სასწრაფოდ წარადგინოს თავისი უფლებები სარფიან ენერგორეზერვებზე. ეს დავა ახალი კონფლიქტების სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოფ სხეფერმა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრება, მონაწილეები გააფრთხილა, რომ ყინულის დნობის შედეგად ახალი ტერიტორიული დავები შეიძლება წარმოიშვას, აღმოჩნდეს სრულიად ახალი მარშრუტები და არქტიკულ რეგიონში საზღვაო აქტივობა გაიზარდოს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის უბედური შემთხვევების რისკსაც.
ნატოს უმაღლესი სარდალი ევროპაში, ამერიკელი გენერალი ჯონ კრადოკიც ესწრება ამ შეხვედრას.
XS
SM
MD
LG