Accessibility links

logo-print

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომ


ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომ

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ქალაქ მოსულში დღეს კომენდანტის საათი გამოაცხადა. კომენდანტის საათით მოსახლეობას ეკრძალება ქალაქის დატოვება, სანამ ისინი თავიანთ არჩევანს არ გააკეთებენ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც შაბათს არის დანიშნული. კომენდანტის საათის შემოღება მხოლოდ პირველი ეტაპია უსაფრთხოების იმ ზომების, რომელთა გატარებასაც ერაყის მთავრობა არჩევნების წინა დღეებში გეგმავს. უსაფრთხოების ზომები გულისხმობს ერაყის საზღვრების ჩაკეტვას, ბაღდადსა და სხვა დიდ ქალაქებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვას და საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. მთავრობა ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბასრას საზღვრების ჩაკეტვასაც გეგმავს. მათი თქმით, ქალაქი კვირას დილით გაიხსნება.

XS
SM
MD
LG