Accessibility links

სომხეთის ხელისუფლების ცნობით


სომხეთის ხელისუფლების ცნობით,

სომხეთის ხელისუფლების ცნობით,
სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანსა და თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის პირველი ორმხრივი მოლაპარაკება გაიმართა იმ მიზნით, რომ დასრულდეს ორ ქვეყანას შორის ათწლეულების მანძილზე არსებული დაპირისპირება. სომხეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა, რომელიც დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში “პოზიტიური” იყო. სომხეთსა და თურქეთს შორის ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების მასობრივი მკვლელობებთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო. სომხეთი, რომელსაც მხარს უჭერს კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ამბობს, რომ მოხდა გენოციდი. თურქეთი კი აცხადებს, რომ მკვლელობები სამოქალაქო ომის გამო მოხდა.
XS
SM
MD
LG