Accessibility links

რუსეთის ფინანსთა მინისტრის თქმით


რუსეთის ფინანსთა მინისტრის თქმით,

რუსეთის ფინანსთა მინისტრის თქმით,
რუსეთის ეროვნული ბიუჯეტის წლიური შემოსავალი წელს 40 პროცენტით შემცირდება. ამის მიზეზად მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაასახელა. რუსული მედიის ცნობით, ალექსეი კუდრინმა დღეს განაცხადა, რომ 2009 წელს ბიუჯეტის შემოსავალი იქნება დაახლოებით 6.5 ტრილიონი რუბლი, (185 მილიარდი დოლარი), და არა 10.9 ტრილიონი, როგორც ეს დაგეგმილი იყო. რუსეთის ეკონომიკამ დიდი დარტყმა განიცადა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი დაცემის შედეგად. 2008 წელს კუდრინი აცხადებდა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს რომ რუსეთი “სტაბილურობის კუნძული” იქნებოდა.
XS
SM
MD
LG