Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა
იუსუფ რეზა გილანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის თავდასხმები ისლამისტ შეიარაღებულ ჯგუფებზე პაკისტანის ტერიტორიაზე, ავღანეთის საზღვართან დაძაბულობას უწყობს ხელს და ავღანეთში მეამბოხეთა დაძლევას აყოვნებს. გილანიმ ეს განაცხადა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც მანვე თქვა, რომ ეს თავდასხმები ანტიამერიკულ გრძნობებს აღვივებს და ამდენად, კონტრაპროდუქტიულია. მან აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას მოუწოდა ექსტრემიზმის დასამარცხებლად დაიწყოს დიალოგი არაშეირაღებულ ჯგუფებთან და გაუწიოს მათ მატერიალური დახმარება.
XS
SM
MD
LG