Accessibility links

logo-print

ვენესუელისს პრეზიდენტმა უგო ჩავესმა კარაკასში


ვენესუელისს პრეზიდენტმა უგო ჩავესმა კარაკასში სინაგოგაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო.

ვენესუელისს პრეზიდენტმა უგო ჩავესმა კარაკასში სინაგოგაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო.
თავდასხმა ვენესუელასა და ისრაელს შორის დაწყებული დაძაბულობის ფონზე მოხდა. პარასკევს, გვიან ღამით შეიარაღებული ჯგუფი ვენესუელის დედაქალაქში მდებარე სინაგოგაში შეიჭრა და რელიგიური სიწმინდეები დაარბა, ხოლო კედლებზე ანტიებრაული წარწერები დატოვა. კვირას თავის სატელევიზიო გამოსვლაში ჩავესმა სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ შესაძლოა ვანდალური აქტი მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ჩაიდინეს, იმისათვის რომ ჩავესის მემარცხენე მოძრაობისთვის ჩირქი მოეცხოთ. გასულ თვეში ჩავესმა ისრაელის ელჩი ქვეყნიდან გააძევა და ღაზის სექტორში დაწყებული სამხედრო ოპერაციისადმი პროტესტის ნიშნად ისრაელთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG