Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სენატმა ერიკ ჰოლდერი გენერალური


აშშ-ს სენატმა ერიკ ჰოლდერი გენერალური

აშშ-ს სენატმა ერიკ ჰოლდერი გენერალური
პროკურორის პოსტზე დაამტკიცა. მისი მოვალეობაა თვალი ადევნოს სახელმწიფოში კანონების შესრულებას. ფიცის დადების შემდეგ ჰოლდერი იქნება პირველი აფროამერიკელი, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა. ის პასუხს აგებს ბარაკ ობამას გეგმის განხორციელებაზე, რომლის მიზანიცაა გუანტანამოს ციხის დახურვა და ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავებისა და დახურვის ახალი პოლიტიკის განხორციელება. ჰოლდერს ადრე, პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, მაღალი თანამდებობა ეკავა აშშ-ს იუსტიციის სამინისტრში.
XS
SM
MD
LG