Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და აშშ-მა უფრო მჭიდრო


რუსეთმა და აშშ-მა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა

რუსეთმა და აშშ-მა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა
გადაწყვიტეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი ამერიკელი კოლეგა ჰილარი კლინტონი შეთანხმდნენ, უფრო მჭიდროდ იმუშაონ საკვანძო სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვისა და კლინტონის სატელეფონო საუბარი დღეს დილით შედგა. მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობა სტრატეგიულ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე იმსჯელეს მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, ავღანეთის პრობლემაზე. რუსეთ - აშშ-ს ურთიერთობები გასული წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ გაცივდა. მოსკოვმა და ვაშინგტონმა იმედი გამოთქვეს, რომ პრეზიდენტ ობამას არჩევის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყება.
XS
SM
MD
LG