Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების 4 წლისთავზე კონსერვატორები საზოგადოებრივი კომისიის შექმნას ითხოვენ


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღეს 4 წელი გავიდა.

2005 წლის 3 თებერვალს მომხდარი ამბავი დღემდე უამრავ კითხვას აჩენს. გამოძიება დასრულებული არ არის. პრემიერის გაზით გაგუდვის ვერსიას საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვით უყურებს. ეს თარიღი თბილისში რამდენიმე მოვლენით აღინიშნა. ერთ-ერთი ინიციატივა კონსერვატიულ პარტიას ეკუთვნოდა, რომელმაც ამ საქმის ნათელსაყოფად საზოგადოებრივი კომისიის შექმნა მოითხოვა.


ქართულ პოლიტიკურ წრეებში ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ამბობენ, ზურაბ ჟვანიას რომ ქვეყნის მართვა დასცლოდა, საქართველოს ხელისუფლება ბევრ არაპოპულარულ ნაბიჯს აიცილებდა თავიდანო.
zurab Jvania 2005 wlis 3 Tebervals gardaicvala. gardacvalebis mizezad bunebrivi airis gaJonva დასახელდა. generalur prokuraturaSi gamoZieba დღემდე გრძელდება, თუმცა საზოგადოების კითხვები კვლავ უპასუხოდაა
დარჩენილი. misi cxedari piradi dacvis wevrebma TbilisSi, saburTalos quCaze, erT-erT binaSi aRmoaCines. masTan erTad იქ imyofeboda nacionaluri moZraobis axalgazrda warmomadgeneli, raul usupovi, რომელიც ასევე დაიღუპა.

3 თებერვალს ჟვანიას გარდაცვალების 4 წლისთავს თბილისში კონსერვატიული პარტია ახალი ინიციატივით გამოეხმაურა. კონსერვატორები მოითხოვენ შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც ჟვანიას სიკვდილით გამოწვეულ კითხვებზე პასუხებს მოძებნის. კონსერვატორების ერთ-ერთი წევრი, ბეჟან გუნავა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ასეთ შეფასებებსაც იძლეოდა:

[ბეჟან გუნავა] ”იმ დღეს მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში იყო ერთი უნებლიე შეცდომა: ზურაბ ჟვანია კი არ გაიგუდა გაზით, იმ დღეს ქართული დემოკრატია გაიგუდა. ქვეყანაში განხორციელდა მკვლელობები და სხვა ანტიდემოკრატიული ქმედებები.”(სტილი დაცულია)

საზოგადოებრივი კომისიის შექმნის მოტივაცია შემდეგია:

[ბეჟან გუნავა] ”როდესაც ასე მაღალია საზოგადოების ინტერესი, თუ რა მოხდა, შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და ის იქნება ობიექტური.”(სტილი დაცულია)

კონსერვატორები არ ელიან, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნას კომისიის შექმნის შესახებ დააკმაყოფილებს, თუმცა აცხადებენ, რომ არა მარტო ჟვანიას, არამედ ქვეყანაში მომხდარი სხვა მკვლელობების გამოც მათ ხელისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ ეყოლებათ:

[ბეჟან გუნავა] ”მუდმივი ზეწოლის ქვეს გვეყოლება ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით კი არა, სხვა მკვლელობების შესახებაც. ეს იყო პრემიერ-მინისტრი და აქ საუბარია ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე.”(სტილი დაცულია)

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღე სახელმწიფო კანცელარიასთან მოძრაობა ”7-მა ნოემბერმაც” აღნიშნა. მათ საქმეში ჩადებული ის გარემოებები წამოსწიეს, რომლებიც დღემდე საზოგადოების დაეჭვებას იწვევს. ჯაბა ჯიშკარიანმა ამ გარემოებათა მხოლოდ ნაწილი გაიხსენა და თქვა, რომ საქმე გამიზნულად არ იხურება, საჯარო რომ არ გახდეს:

[ჯაბა ჯიშკარიანი] ”გავიხსენოთ მკვლელობიდან ორ დღეში გაკეთებული განცხადება, რომ იმ რაიონს, სადაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, არ მიეწოდებოდა 2 თებერვლის ღამის 12 საათიდან გაზი. ეს ერთ-ერთი გარემოებაა საქმეში და ამძაფრებს ეჭვს. ასევე ყველას გვახსოვს შემთხვევიდან ერთ საათში ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ამ დროს არ იყო ჩატარებული გამოძიება, არც ექსპერტიზის პასუხი არსებობდა.”(სტილი დაცულია)

ჯიშკარიანმა ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე ბურუსით მოცული გარემოება შეახსენა ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი ხელისუფლებაში მყოფ ჟვანიას თანაგუნდელებს. მოძრაობა ”7 ნოემბრის” ერთ-ერთმა აქტივისტმა კი, დაჩი ცაგურიამ, კანცელარიის წინ კიდევ ერთხელ დაასახელა ის გვარები, ვისაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარი მკვლელობების დამკვეთად მიიჩნევს:

[დაჩი ცაგურია] ”ზურაბ ჟვანია მოკლულია ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ. ეს ადამიანები არიან მკვლელები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა. ღამე მშვიდად ნუ დაიძინებენ, ისინი ძალიან მალე აღარ იქნებიან ხელისუფლებაში და ყველაზე მინიმუმ, მარტო ამ მკვლელობისათვის ისინი დაისჯებიან.”(სტილი დაცულია)


ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი კომისიის შექმნას ხელისუფლების დასტური სჭირდება, იმ ფონზე კი, როდესაც ეს ხელისუფლება საქმის გამოძიებით დაინტერესებული არ არის, კონსერვატორების მიერ დაყენებულ ინიციატივებს მომავალი არა აქვს. ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია, ამბობს:

[გოგლა ჟვანია] ”მთავარია, რომ ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებით არ არის დაინტერესებული და არ ვიცი საზოგადოებრივი კომისია რამდენად ეფექტური იქნება. ფაქტია, რომ ეს საქმე არის ჰაერში დაკიდებული. უამრავი კითხვაა, რომლებზეც პასუხი არ არსებობს და, საქმეც რომ დაიხუროს, მათზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელი იქნება.”

გოგლა ჟვანია ფიქრობს, რომ საქმის გასახსნელად მხოლოდ ერთი რამაა საჭირო:

[გოგლა ჟვანია] ”ამას სჭირდება ერთადერთი რამ - ხელისუფლების შეცვლა. ის მასალები, რომლებიც გვაქვს ხელთ, ყველა წინაპირობას იძლევა იმისათვის, რომ ეს საქმე გაიხსნას.”

ზურაბ ჟვანია დღეს პარლამენტშიც გაიხსენეს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ჟვანიას წვლილი ძალიან დიდია.

რაც შეეხება კონსერვატორების ინიციატივას, ისინი ხვალ საგანგებო წერილს გაუგზავნიან მთვრობას და პარლამენტის თავმჯდომარეს. ბეჟან გუნავა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ხელისუფლება ამ კომისიის შექმნაზე არ დათანხმდება და საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს.


  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG