Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ისლამაბადს ეწვია.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ისლამაბადს ეწვია.
იქ მსჯელობენ გაეროს კომისიაზე, რომელმაც პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობა უნდა გამოიძიოს. ბჰუტო 2007 წლის დეკემბერში მოკლეს. პაკისტანში ბან კუ მუნი მეზობელი ავაღანეთიდან ჩავიდა, იქ ვიზიტის დროს კი განაცხადა, რომ ავღანეთი წელს გაეროს პრიორიტეტია. ამ საკითხზე მან ისაუბრა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქაბულში. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, საჭიროა უცხოელ დონორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება ავღანეთში პროგრესის მისაღწევად და მოსახლეობისთვის პირობების უკეთესობისაკენ შესაცვლელად. გაეროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მხრივ ვითარება ავღანეთში - 2001 წელს თალიბანის დამხობის შემდეგ - ყველაზე მეტად გაუარესდა 2008 წელს.
XS
SM
MD
LG