Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც


ყირგიზეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო ბაზის დახურვას

ყირგიზეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო ბაზის დახურვას
ყირგიზეთის ტერიტორიაზე. მთავრობის პრეს-მდივნის განცხადებით, კანონპროექტს ახლა პარლამენტს წარუდგენენ განსახილველად. როგორც ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა სამშაბათს მოსკოვში განაცხადა: [ბაკიევის ხმა] “დაგროვილი პრობლემები ჩვენთან, საზოგადოებაში იწვევს გარკვეულ უარყოფით რეზონასს ყირგიზეთში. და უკვე დიდიხანია, ხალხი სამართლიანად სვამდა შეკითხვას ყირგიზეთის ტერიტორიაზე ბაზის ყოფნის მიზანშეწონილობის შესახებ. და ამ დღეებში ყირგიზეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დასრულდეს ყირგიზეთის ტერიტორიაზე ბაზის ყოფნის ვადა”. ამ განცხადებით ბაკიევი მოსკოვში, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან მოლაპარაკების შემდეგ გამოვიდა. როგორც იუწყებიან, მედვედევი ყირგიზეთს 2 მილიარდი დოლარის კრედიტს დაპირდა. მანასის ბაზაზე აშშ-ის 1200-მდე ჯარისკაცია განთავსებული. საქმე ეხება საკვანო მნიშვნელობის ბაზას ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG