Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსის 26-ვე


ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსის 26-ვე წევრმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება,

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსის 26-ვე წევრმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება,
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ. ამ შინაარსის განცხადება ბრიუსელში გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, საქართველომ მიიღო ერთიანი მხარდაჭერა ნატოს წევრებისაგან, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიის მილიტარიზაციას აბსოლუტურად მიუღებელი პროცესი უწოდეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით სიხარულიძის თქმით, კომისიის სხდომაზე განიხილებოდა ასევე საქართველოსთვის ყოველწლიური სამოქმედო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები.
XS
SM
MD
LG