Accessibility links

logo-print

გერმანიაში გაიმართა ირანის ბირთვულ პროგრამაზე


გერმანიაში გაიმართა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება "5+1"-ის ფორმატით.

გერმანიაში გაიმართა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება "5+1"-ის ფორმატით.
მოლაპარაკების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს 5-ვე მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კვლავინდებურად ემხრობიან ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოგვარებას დიპლომატიის გზით. მოლაპარაკების მონაწილეები მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინადადებას ირანთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. გერმანიის ქალაქ ვისბადენში გამართულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ირანმა გააკეთა განცხადება სატელიტის ორბიტაზე პირველად გაშვების შესახებ. ამ ცნობამ შეშფოთება გამოიწვია დასავლეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანთან მკაცრი და პირდაპირი დიპლომატიის გზას ადგას და თუ ირანი არ შეასრულებს საერთაშორისო მოთხოვნებს, კლინტონის თქმით, ამას "შედეგები უნდა მოჰყვეს”.
XS
SM
MD
LG