Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის საბჭომ ირანში საქმიანობა შეწყვიტა.


ბრიტანეთის საბჭომ ირანში საქმიანობა შეწყვიტა. კულტურულმა ორგანიზაციამ,

ბრიტანეთის საბჭომ ირანში საქმიანობა შეწყვიტა. კულტურულმა ორგანიზაციამ,
რომელიც თავისი დაფინანსების დიდ ნაწილს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იღებს, განაცხადა, რომ წყვეტს ირანში საქმიანობას და რომ “სხვა არჩევანი არ იყო”. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი თანამშრომლების უმეტესობა, რომლებიც თეირანში მუშაობდნენ, ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა დეკემბერში დაკითხვაზე დაიბარეს და გადადგომის მოთხოვნა წაუყენეს. ბრიტანეთის საბჭოს ორ თანამშრომელს კი პასპორტები წაართვეს მას შემდეგ, რაც მათ ირანის დატოვება სცადეს. ბრიტანეთის საბჭოს გენერალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ დავიდსონმა ირანელი მაღალჩინოსნების ქმედებას “მიუღებელი” უწოდა.
XS
SM
MD
LG