Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასობით სერბმა დღეს კოსოვოს ჩრდილოეთში


ასობით სერბმა დღეს კოსოვოს ჩრდილოეთში მთავარი მაგისტრალი გადაკეტა.

ასობით სერბმა დღეს კოსოვოს ჩრდილოეთში მთავარი მაგისტრალი გადაკეტა.
ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ ეთნიკური ალბანელების ახალი უშიშროების ძალის წინააღმდეგ. დემონსტრანტები ამბობენ, რომ 2500-კაციანი კოსოვოს უსაფრთხოების ძალა უნდა დაიშალოს, რადგან ის კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებს შეავიწროებს. ნატოს მიერ გაწვრთნილ სამხედროებს მეთაურობს ალბანური პარტიზანული რაზმის ყოფილი ამბოხებული მებრძოლი, რომელიც სერბიაში იბრძოდა 1998-99 წლებში. დემონსტრანტებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან იმას, რომ გაეროს პოლიციის მისიამ გააკონტროლოს საბაჟოები სერბიასა და კოსოვოს შორის.
XS
SM
MD
LG