Accessibility links

logo-print

უცხოურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობები იმის


უცხოურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ სომალელმა მეკობრეებმა უკრაინული გემი

უცხოურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ სომალელმა მეკობრეებმა უკრაინული გემი
გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გამოსასყიდი მიიღეს. გემი "ფაინა" 2008 წლის სექტემბერში დაატყვევეს. მასზე ეკიპაჟის 20 წევრთან ერთად, საბჭოთა დროის ტე-72 ტიპის ტანკები და სხვა სახის იარაღი იმყოფებოდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მეკობრეებმა გემი 3,2 მილიონი დოლარის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს. ოფიციალური პირები უკრაინაში აცხადებენ, რომ გემი გაათავისუფლეს სპეცოპერაციის შედეგად, რომელშიც უკრაინული სპეციალური სამსახურების აგენტები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG