Accessibility links

ერაყის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივ


ერაყის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში ბაღდადსა და კიდევ 8 პროვინციაში გამარჯვება ერგოთ

ერაყის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში ბაღდადსა და კიდევ 8 პროვინციაში გამარჯვება ერგოთ
პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მოკავშირეებს. არჩევნები შაბათს ჩატარდა ერაყის 18 პროვინციიდან 14-ში.
საარჩევნო კომისიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის პარტია “კანონის სახელმწიფოს” კოალიციას 38 პროცენტო ერგო ბაღდადში, მაშინ როცა ანტიამერიკელი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის და ერთ-ერთი სუნიტური პარტიის მოკავშირეებმა 9-9 პროცენტი მიიღეს. ბასრაში, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია, პრემიერ-მინისტრის მოკავშირეებმა ხმების 37 პროცენტი მოიპოვეს, უდიდესმა შიიტურმა პარტიამ - 11,6 პროცენტი. საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 90-მდე პროცენტი.
XS
SM
MD
LG