Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ტაჯიკეთი


შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ტაჯიკეთი მზად არის, ნატოს ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ტაჯიკეთი მზად არის, ნატოს ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს
მისი ტერიტორიის გავლით არასამხედრო ტვირთების ტრანზიტის ნება დართოს. დუშანბეში ამერიკის ელჩმა, ტრეისი ენ ჯეკობსონმა, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონოვთან მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ შეერთებული შტატების დელეგაცია მალე ესტუმრება ტაჯიკეთს ამ საკითხის განსახილველად. თავად რაჰმონოვმა თქვა, რომ ტვირთები არასამხედრო დანიშნულების იქნება, კერძოდ, სამშენებლო მასალები, მედიკამენტები, საწვავი და წყალი. ეს განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც ყირგიზეთმა გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, დახუროს მის ტერიტორიაზე არსებული შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ბაზა, რომელიც ავღანეთის მომარაგებისთვის სასიცოცხლო როლს თამაშობს.

XS
SM
MD
LG