Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა


საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას და, ამასთან ერთად, სამთავრობო პროგრამას.

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ნიკა გიალური, რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. კენჭისყრაზე საქართველოს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა 106 დეპუტატმა გამოუცხადა, წინააღმდეგი 8 დეპუტატი იყო. მინდა გიამბოთ, რა პროგრამით წარდგა საქართველოს პარლამენტის წინაშე ნიკა გილაური და რა პრეტენზიები გამოთქვეს მისი პროგრამის მიმართ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ასეთია: პრემიერ-მინისტრი ნიკა გიალური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია, ბუნების დაცვისა და გარემოს მინისტრი გოგა ხაჩიძე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, თავდაცვის მინისტრი ვასილ სიხარულიძე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების საკითხებში - გიორგი ბარამიძე, დიასპორების საკითხებში - იულონ გაგოშიძე. 6 თებერვლიდან ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელნი საქართველოს სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე, პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს პასუხი გასცეს 2 უმთავრეს გამოწვევას: რუსეთის მიერ საქრთველოს ნაწილის ოკუპაციას და საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური კრიზისის გავლენას...დეოკუპაცია და ქვეყნის მაქსიმალური დაცვა მსოფლიო კრიზისის გავლენისგან - სწორედ ამ 2 ძირითად მიზანზე საუბრობდა პარლამენტში გამოსვლისას ნიკა გილაური.. ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” - ასე ჰქვია საქართველოს, არსებითად, ძველ სამთავრობო პროგრამას, რომელმაც პარლამენტის მორიგი ნდობის მიღების წინ, გილაურის თქმით, ახალი გამოწვევების საპასუხოდ, გარკვეული ცვლილებები განიცადა:

[ნიკა გილაურის ხმა] ”მართლაც, რთული წელი იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ერთად დავდექით და ერთად ვიმუშავებთ, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ წინაღობას გადავლახავთ.”(სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ადამიანების დასაქმება, ანუ უმუშევრობასთან ბრძოლა,მან მთავრობის
ნომერ პირველ ამოცანად დაასახელა. გილაურის გამოსვლა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტების გამო არ გაუკრიტიკებიათ... ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ მათთვის არ იყო გასაგები ამოცანების განხორციელების გზები. ოპოზიციის მხრიდან იყო ზომიერი, მწვავე და რადიკალური გამოსვლებიც. ჯონდი ბაღათურიამ გადაწყვიტა სხდომათა დარბაზი, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრამდე დაეტოვებინა და ამისკენვე მოუწოდა კოლეგებს საპარლამენტო უმცირესობიდან:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] ” არ დარჩეთ ნაციონალურ მოძრაობასთან დარბაზში, დავტოვოთ უმრავლესობა საკუთარი თავის პირისპირ... და მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რა არის ქვეყანაში, რეალური ავტოკრატიული მმართველობის...”(სტილი დაცულია)

მაგრამ ჯონდი ბაღათურია მარტო აღმოჩნდა.. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისი მაგალითი არ მიიღეს, თუმცა თავიანთ გამოსვლებში ახსნეს, რატომ არ აპირებდნენ ნდობის გამოცხადებას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] ”ვერც ერთ მინისტრთა კაბინეტს მე, გიორგი ცაგარეიშვილი, მხარს ვერ დავუჭერ, იმიტომ რომ არც ერთ თქვენგანს, ბატონო მინისტრებო, არაფერი გითქვამთ სანდრო გირგვლიანზე, არაფერი გითქვამთ 7 ნოემბერზე, არ მოგინანიებიათ ის, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში.”

იყო სხვაგვარი ახსნაც. მაგალითად ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის, გიორგი თარგამაძის, გამოსვლას მოვიყვანთ:

[გიორგი თარგამაძე] ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე - ამ ლოზუნგით საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ჩაატარეს საარჩევნო კამპანია ერთი წლის წინ.”

ერთი წლის თავზე ეს მთავრობა აკონტროლებს საქართველოს ნაკლებ ტერიტორიას და გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელიო,- თქვა გიორგი თარგამაძემ. ასეთი შენიშვნები უმრავლესობაში არ მიიღეს. გოკა გაბაშვილმა კოლეგების ოპოზიციის ფლანგს ფაქტების აღიარებისკენ მოუწოდა:

[გოკა გაბაშვილის ხმა] ”ფაქტია, რომ არც ერთი დღით საქართველოში არ დაგვიანებულა ხელფასების გაცემა, ბიუჯეტი ისტუმრებს ყველა ხარჯს, ხორციელდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ...”

ასეთი ფაქტების მოშველიებით ცდილობდნენ უმრავლესობის წარმომადგენლები დაედასტურებინათ საკუთარი შეფასება, რომ საქართველოს მთავრობა იყო წარმატებული. მაგრამ მთავარია, საქართველოს მთავრობა წარმატებული იყოს მომავალში.ახალ პრემიერ-მინისტრს სამომავლო წარმატებების სჯერა , თუკი ერთიანობა იქნება.ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა,გიორგი თარგამაძემ, თავის გამოსვლაში საპასუხოდ თქვა, რომ იქნება ეს თანადგომა, კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატების მხრიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა თვალსაჩინო გახდება.
XS
SM
MD
LG