Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა,

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა,
რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სურს, ახლებურად წარმართოს ამერიკის ურთიერთობები მთელ მსოფლიოში, მაგრამ ის უფრო მეტს მოსთხოვს თავის პარტნიორებსაც. ეს განცხადება ბაიდენმა გააკეთა მიუნხენში, უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე. ბაიდენმა აგრეთვე თქვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, ესაუბროს ირანს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თქვა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს ევროპისა და ნატოსთვის სამხედრო საფრთხეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა კი ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა, ვინაიდან ისინი თავს იკავებენ ავღანეთში ძალისხმევის გააქტიურებისგან.

XS
SM
MD
LG