Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

37 წლის კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი


37 წლის კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი გერმანიის უახლეს ისტორიაში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ეკონომიკის მინისტრი იქნება.

37 წლის კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი გერმანიის უახლეს ისტორიაში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ეკონომიკის მინისტრი იქნება.
კონსერვატული ქრისტიანულ-სოციალური კავშირის წევრი პოლიტიკოსი ამ პოსტზე შეცვლის ამავე პარტიის წევრ მიხაელ გლოსს, რომელიც გასული კვირის ბოლოს გადადგა. გლოსი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოჰყვა იმის გამო, რომ, ოპონენტების აზრით, ის თავს ვერ ართმევდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს.

XS
SM
MD
LG