Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის,

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის,
თუკი ის სამართლიანი და ორმხრივ ინტერესებზე დამყარებული იქნება. "შეერთებული შტატების ახალმა ადმინისრაციამ გამოაცხადა, რომ სურს ცვლილება და დიალოგის კურსის გატარება. სრულიად ნათელია, რომ ნამდვილი ცვლილება ფუნდამენტური უნდა იყოს და არა ტაქტიკური. ნათელია, რომ ირანი მიესალმება ნამდვილ ცვლილებას. ირანელი ხალხი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებებისთვის სამართლიან, ურთიერთპატვისცემის ატმოსფეროში," განაცხადა აჰმადინეჟადმა ირანის ისლამური რევოლუციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე. ორშაბათს, პრესკონფერენციაზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია შეეცდება გამოიყენოს შესაძლებლობები, რომლებიც ამერიკასა და ირანს შორის პირისპირ მოლაპარაკებებამდე მისვლას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG