Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.


ისრაელში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა

ისრაელში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა
ახლახან ღაზის სექტორში პალესტინელი მეამბოხეების წინააღმდეგ კამპანიამ. საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვის საფუძველზე, ფავორიტად ითვლება მემარჯვენე ბლოკი, ლიკუდი, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ ხელმძღვანელობს. მაგრამ, ეგზიტ-პოლები მიანიშნებს, რომ მცირე უპირატესობით ლიდერობს საგარეო საქმეთა მინისტრ ციპი ლივნის ცენტრისტული პარტია კადიმა. მესამე პარტია, რომელსაც კნესეტში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ, არის ულტრანაციონალისტური ისრაელ ბეიტენუ, რომელსაც მოლდავური წარმომავლობის ემიგრანტი, ავიგდორ ლიბერმანი უდგას სათავეში. ის პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს პალესტინელების, მათ შორის ისრაელის მოქალაქე არაბების წინააღმდეგ. ლეიბორისტული პარტია მეოთხე ადგილზეა. ისრაელს პროპორციული საარჩევნო სისტემა აქვს, რის შედეგადაც აქამდე ყველა მისი მთავრობა კოალიციური იყო.
XS
SM
MD
LG