Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პოლიციის ცნობით, ამ ქვეყნის


ავღანეთის პოლიციის ცნობით, ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურის რვა თანამშრომელი დაიღუპა

ავღანეთის პოლიციის ცნობით, ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურის რვა თანამშრომელი დაიღუპა
სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, გზის პირას ჩადებული ორი ნაღმის აფეთქების შედეგად. დღესვე, დედაქალაქ ქაბულის სამხრეთით, მეამბოხეთა თავდასხმამ ფრანგი ოფიცრისა და მისი ავღანელი თარჯიმნის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ ერთი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაიჭრა. ასევე დღეს, ქაბულში განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ რამდენიმე ათეული პირი დაიჭრა. ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში, იუსტიციის სამინისტროს შენობაში, შეიჭრნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს დაცვის მუშაკებს. აი, რა უთხრა რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტს სამინისტროს თანამშრომელმა: [ჰამიდის ხმა] "თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მესამე სართულზე ავიდა, კიდევ ერთი - მეორეზე. მათ ცეცხლი დაუშინეს ჩვენს კაბინეტებს. დავინახე, როგორ მოკლეს ერთი კაცი. მე თავს ვუშველე და ეზოში გაქცევა მოვახერხე." როგორც ჩვენს რადიოს აცნობა ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ორი თავდამსხმელი მოკლეს, ხოლო კიდევ ორმა თავი აიფეთქა. სხვა ინციდენტში, ქაბულის ჩრდილოეთ რაიონში, ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა საპატიმროების საკითხთა სამმართველოში - დაიღუპა, სულ ცოტა, ათი ადამიანი. პოლიციის ცნობით, ერთი თვითმკვლელი მაშინ მოკლეს, როცა ის განათლების სამინისტროს შენობაში შესვლას ციდლობდა.
XS
SM
MD
LG