Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო


ისრაელში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მიცემულ ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ

ისრაელში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მიცემულ ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ
ცენტრისტული "კადიმას" პარტია უმნიშვნელოდ უსწრებს "ლიკუდის" მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიას. 120-ადგილიან პარლამენტში - კნესეტში - პრემიერ-მინისტრ ციპი ლივნის "კადიმამ" 28 ადგილი მოიპოვა და ერთი ადგილით აჯობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეტანიაჰუს "ლიკუდს". პარტია სახელწოდებით "ჩვენი სახლი - ისრაელი" ავიგდორ ლიბერმანის მეთაურობით, როგორც ვარაუდობენ, 15 მანდატს მიიღებს. მეოთხე ადგილზეა შრომის პარტია, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი უდგას სათავეში. ამ პარტიამ 13 მანდატი მოიპოვა. აი, რა თქვა ეჰუდ ბარაკმა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ: [ბარაკის ხმა] "ხალხმა არჩევანი გააკეთა. ჩვენ შეგვიძლია თავი დავხაროთ და ვთქვათ, ეს როგორ მოგვივიდა, ამას არ ვიმსახურებთო. მაგრამ ასეთი საქციელი სწორი არ იქნებოდა. ჩვენ თავს არ დავხრით. თავს მაღლა ავწევთ, თვალებში ჩავხედავთ ყოველ ცალკეულ მოქალაქეს და ვეტყვით: მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და მადლობა იმათაც, ვინც ისარგებლა თავისი დემოკრატიული უფლებით და განსხვავებული არჩევანი გააკეთა."
XS
SM
MD
LG