Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში შეხვდა ევროპის კავშირის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში შეხვდა ევროპის კავშირის
ე.წ. "სამეულის" დელეგაციას. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოც იყო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ "ინტერფაქსის" სააგენტოს განუცხადა, რომ აგვისტოს ომის გამო რუსეთსა და ევროკავშირს კვლავინდებურად უთანხმოება აქვთ, მაგრამ მოლაპარაკება სანქციებზე უკეთესი მექანიზმია. სოლანამ აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება ევროსტრუქტურების განსაკუთრებული ყურადღების საგნად დარჩება მანამ, სანამ მისი მოგვარება მოხერხდება. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს გაეროს მისიების არსებობას საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ საკითხი თავად მისიათა მასპინძელმა მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ.
XS
SM
MD
LG