Accessibility links

logo-print

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის


აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის შემდგომი მანდატის განმსაზღვრელი რეზოლუციის პროექტზე

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის შემდგომი მანდატის განმსაზღვრელი რეზოლუციის პროექტზე
ამჟამად რამდენიმე სახელმწიფო მუშაობს - ამის თაობაზე უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციის შემდეგ განაცხადა საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ იუკიო ტაკასუმ. იაპონელი დიპლომატის განმარტებით, ოფიციალური დოკუმენტის სახით პროექტი ჯერჯერობით არ გავრცელებულა. სააგენტო "რია-ნოვოსტი" გაეროს დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უშიშროების საბჭოს ოფიციალურად უკვე წარედგინა საფრანგეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაეროს მისიის უფლებამოსილების გაგრძელებას კიდევ ოთხი თვით. ამავე პროექტით, შემდგომი მანდატის ელემენტები რეგიონში სიტუაციის განვითარებისა და გაეროს გენერალური მდივნის რეკომენდაციების შესაბამისად, 15 ივნისისთვის უნდა განისაზღვროს. საქართველოს ხელისუფლება თანახმაა, რომ ახალი რეზოლუციის დამტკიცებამდე, გაეროს მისიამ მუშაობა არსებული ფორმატით განაგრძოს.
XS
SM
MD
LG