Accessibility links

logo-print

ეუთოს მუდმივი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით


ეუთოს მუდმივი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეუთოს სამხედრო მეთვალყურეები

ეუთოს მუდმივი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეუთოს სამხედრო მეთვალყურეები
30 ივნისამდე დარჩებიან საქართველოში. ეუთოს პრეს-სამდივნოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მუდმივმა საბჭომ საქართველოში ეუთოს მისიის შემდგომი არსებობისგან დამოუკიდებლად მიიღო. დღეს თბილისში უნდა ჩასულიყო ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დორა ბაკოიანისი, თუმცა, მისი ვიზიტი გადაიდო. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ბაკოიანისი მუშაობას განაგრძობს დოკუმენტზე, რომელიც ეუთოს მისიის გაგრძელებას შეეხება და თბილისს, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში ეწვევა.
XS
SM
MD
LG