Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ახალი დესპანი ავღანეთსა და


აშშ-ის ახალი დესპანი ავღანეთსა და პაკისტანში

აშშ-ის ახალი დესპანი ავღანეთსა და პაკისტანში
ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის შეხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ახალი დესპანი ავღანეთსა და პაკისტანში, დღეს, ავღანეთის პრეზიდეტს ჰამიდ კარზაის შეხვდა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ მოსალაპარაკებლად. შეხვედრა შედგა ქაბულსა და ვაშინგტონს შორის სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამო დაძაბულობის ფონზე, რადგან კარზაი და პაკისტანის ლიდერები თვლიან, რომ ეს ვნებს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის მცდელობას.

რიჩარდ ჰოლბრუკი, რომელიც ქაჰულში პაკისტანში ოთხდღიანი ვიზიტის შემდეგ ჩავიდა, მხოლოდ მცირე კომენტარს აკეთებს რეგიონში თავისი პირველი მოგზაურობისას. კონფლიქტი რეგიონში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. რეგიონში თავისი ათდღიანი მოგზაურობისის წინ, რომელიც ინდოეთში დასრულდება, ჰოლბრუკმა განაცხადა, რომ ავღანეთი უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე ერაყი.
XS
SM
MD
LG