Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილმა ავღანეთსა და პაკისტანში


აშშ-ის წარგზავნილმა ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკმა რეგიონში

აშშ-ის წარგზავნილმა ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკმა რეგიონში
მოგზაურობა გააგრძელა ინდოეთში. ავღანეთში, პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკების შემდეგ,
კარზაიმ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, ტერორიზმთან ბრძოლის აშშ-ის ახალი გეგმის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას.ჰამირ კარზაიმ ამის შესახებ განაცხადა პრესკონფრენციაზე, რომელიც მოეწყო ჰოლბრუკთან მოლაპარაკების შემდეგ.
(კარზაის ხმა)
“ელჩმა ჰოლბრუკმა გადმომცა პრეზიდენტ ობამას სიტყვები. პრეზიდენტ ობამას დიდად მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მან მიიღო ჩემი წინადადება, ჩაერთოს ავღანეთი აშშ-ში ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში”.
ვაშინგტონში გაიგზავნება ავღანეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განკარგულება გასცა გადაისინჯოს ტერორთან ბრძოლის არსებული გეგმა ავღანეთში და პაკისტანში ვითარების გამწვავების გამო.
XS
SM
MD
LG