Accessibility links

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა


საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პარლამენტს კვლავ მოუწოდა,

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პარლამენტს კვლავ მოუწოდა,
შექმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს 2007 წლის 7 ნოემბრის მანიფესტაციის დარბევას. პარლამენტის წინაშე ბოლო ანგარიშით გამოსვლისას, სუბარმა ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მშვიდობიანი აქციის დარბევის ტაქტიკა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით დაიგეგმა. დღეს სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენა მიმართვა, რომელიც მას ამ ერთი თვის წინათ გაუგზავნა საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით, და მოუწოდა, დაუყოვნებლივ განიხილოს ეს საკითხი. თავად დავით ბაქრაძე ვილნიუსშია, სადაც დღეს მონაწილეობა მიიღო ლიტვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.
XS
SM
MD
LG