Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული რაკეტებით აღჭურვილი დიდი ბრიტანეთისა


ბირთვული რაკეტებით აღჭურვილი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წყალქვეშა ნავები თებერვლის დამდეგს

ბირთვული რაკეტებით აღჭურვილი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წყალქვეშა ნავები თებერვლის დამდეგს

ატლანტის ოკეანეში შეეჯახნენ ერთმანეთს. ამის შესახებ - ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით - ამ ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან. ამ ცნობების თანახმად, წყალქვეშა ნავების შეჯახება დიდ სიღრმეზე მოხდა და ისინი მხოლოდ უმნიშვნელოდ დაზიანდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არც რადიაციის გაჟონვა მომხდარა. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინციდენტის ფაქტი, თუმცა დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს. ლონდონს შეჯახების შესახებ გავრცელებული ცნობები არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.
XS
SM
MD
LG