Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შესრულდა ერთი წელი იმ


დღეს შესრულდა ერთი წელი იმ დღიდან,

დღეს შესრულდა ერთი წელი იმ დღიდან,
როცა კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დედაქალაქ პრიშტინის ქუჩებში ხალხმრავლობაა. აი, რა უთხრა რადიო "თავისუფლებას" სახალხო მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ: "ქუჩაში გამოვედი, რათა კოსოვოს დამოუკიდებლობის პირველი წლისთავი აღვნიშნო. ერთი წლის წინ, როცა კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მე ავსტრიიდან ჩამოვედი, სადაც ვცხოვრობ და ვმუშაობ. მაშინ ზუსტად აქ, ამ ადგილას ვცეკვავდი სიხარულისგან." თუმცა, ბევრი კოსოვოელი სერბი დღემდე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და მას კვლავინდებურად სერბიის პროვინციად მიიჩნევს. მათ შორის არის ქალაქ მიტროვიცის ეს მკვიდრიც: (მიტროვიცის მკვიდრის ხმა): "არავითარი დამოუკიდებელი სახელმწიფო აქ არ არსებობს! და არც არასოდეს იარსებებს! ჩვენ სერბები, აქ დავრჩებით და აქ ვიცხოვრებთ." კოსოვოს დამოუკიდებლობა მსოფლიოს 54-მა ქვეყანამ აღიარა (ამ ქვეყნებს შორის არ არის საქართველო).
XS
SM
MD
LG