Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს ყირგიზეთის პარლამენტში კენჭს უყრიან


ხუთშაბათს ყირგიზეთის პარლამენტში კენჭს უყრიან კანონპროექტს სამხედრო ბაზის დახურვის თაობაზე,

ხუთშაბათს ყირგიზეთის პარლამენტში კენჭს უყრიან კანონპროექტს სამხედრო ბაზის დახურვის თაობაზე,
რომელსაც შეერთებული შტატები იყენებს ავღანეთში თავისი ჯარების მოსამარაგებლად. როგორც ვარაუდობენ, პარლამენტი მოიწონებს პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის წინადადებას მანასის სამხედრო ბაზის დახურვის თაობაზე. კანონის მიღების შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა 6 თვის მანძილზე უნდა დატოვოს ბაზა და მომარაგების ახალი მარშრუტი გამონახოს. ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების ჯარების სარდალი გენერალი დევიდ პეტრეუსი სამშაბათს მეზობელ უზბეკეთს ესტუმრა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვთან მოსალაპარაკებლად. როგორც იტყობინებიან, შეხვედრის თემა იყო ავღანეთის საკითხში თანამშრომლობა.



XS
SM
MD
LG